![ახალქალაქში მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დაჭრეს ახალქალაქში მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დაჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a25285.jpg)
ახალქალაქში მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დაჭრეს
16:46:15     06-08-2013
ახალქალაქის რაიონ სოფელ კუმარდოში ცივი იარაღით შეირაღებულმა პირმა მოხუცი ცოლ-ქმარი სასტიკად სცემა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მომხდარი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს პრეს-ცენტრში დაუდასტურეს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი შურისძიება გახდა. დაშავებულები რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
სამართალდამცველების მტკიცებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.