
„მსგავსი შემთხვევები, რაც ზუგდიდში ვნახეთ, სადაც ხალხი ქვებსა და ბოთლებს ისროდა, არ უნდა მოხდეს”
17:10:59     02-08-2013
„მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შანსი, მსოფლიოს აჩვენოს სტაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი“,- ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა.
ელჩის განცხადებით, საქართველოში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებით დაინტერესებულია მთელი მსოფლიო.
ნორლანდი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ იყოს ძალადობა. ისეთი ინციდენტები, როგორიც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად ზუგდიდში, როდესაც ადამიანები ისროდნენ ქვებსა და ბოთლებს, აღარ უნდა განმეორდეს. დღეს მთავრობისგან მოვისმინეთ, რომ დაუყოვნებლივ დაისჯებიან ადამიანები, ვინც ასე იქცევა და უზრუნვეყოფილი იქნება უსაფრთხოების ზომები, რათა კანდიდატებმა შეძლონ უსაფრთხო კამპანიის წარმოება"
ამერიკის ელჩის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მცირერიცხოვან პარტიებსაც შეეხო.
"მნიშვნელოვანია მათაც ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობასა და მედიაზე. ვფიქრობ, ესეც არის საკითხი, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს. მომავალი არჩევნები არის საქართველოს შანსი გადაშალოს ახალი ფურცელი, იყუროს მომავლისკენ და აჩვენოს მსოფლიოს, რომ არის სატაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი. ვფიქრობ, ეს არჩევნები ამის მტკიცებულება იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.