შამათავა: ჯარი პროკურატურამ და ალასანიამ საცდელ ლაბორატორიად აქციეს
15:48:43     01-08-2013
მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ შამათავა,სასამართლოს მიერ თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული პირების უდანაშაულოდ ცნობას, გმირობას უწოდებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს უდანაშაულოდ ცნობილმა შამათავამ განუცხადა, მართლმსაჯულება სიმართლის მხარეს დადგა.
ზურაბ შამათავა: მოსამართლის გადაწყვეტილებას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მივიჩევ სამართლიანად. ჯარი პროკურატურამ და მინისტრმა ალასანიამ საცდელ ლაბორატორიად აქციეს. ასეთი ზეწოლის ფონზე, დამერწმუნებით, ადამიანს უდიდესი შინაგანი გამბრდაობა და გმირობა სჭირდება დადგეს სიმართლის მხარეს. სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა მოსამართლე დარახველიდძე.
- ელოდებოდით თუ არა, გამამართლებელ განაჩენს და ზოგადად, რას უკავშირებთ თავის დროზე თქვენთთვის წაყენებულ ბრალს?
- ჩვენ წლების მანძილზე ღირსეულად ვემსახურებოდით ქვეყანას, ბაჩო ახალაიამ 2008 წლის ომის შემდგომ ქართულ არმიას ახალი სიცოცხლე შემატა. გარდა ერთ მუშტად შეკრული ჯარისა, მისი საქმიანობის შედეგია: „დიდგორი“, „ლაზიკა“, „G-5“ და კიდე მრავალი რამ რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
ჩვენ უდანაშაულოები ვიყავით. ამიტომ ველოდებოდი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
- გსურთ თუ არა დაბრუნდეთ შეიარაღებულ ჯარში?
- მე ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვარ და სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება იქ დავდგები.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება, ის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, როგორც ფიქრობთ, დადგება თუ არა, ამ ეპიზოდებზეც გამამართლებელი განაჩენი?
- ნამდვილად ვერ გეტყვით მოსამართლე რა გადაწვეტილებას მიიღებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ საქმეშიც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია პროკურატურას. ახალაიასთვის წაყებენული ბრალდებები იმაზე უფრო სასაცილოა, რასაც ჩვენ გვიყენებდნენ.
ბაჩო ახალაიას ყველა პროცესს ვესწრები და დამერწმუნეთ, არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაეცემა ისე რომ ვარჯიშზე წუწუნი დაიწყოს მითიმეტეს სპეცნაზელმა.
- როგორ შეაფასებდით ჯარში მიმდინარე პროცესებს, ართმევს თუ არა ირაკლი ალასანია დაკისრებულ მოვალეობას თავს? ცნობილი ხდება რომ იმატა ჯარისკაცთა საკვებით მოწამვლის ფაქტებმა...
- ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ასეა - ალასანიას მისვლის შემდეგ ჯარში სავალალო მდგომარეობა შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არ გამოიხატება მხოლოდ ჯარისკაცთა მოწამვლაში.ეს ფაქტები სულ მცირედია იმისა, რაც ფუჭდება ჯარში.
ამ ეტაპზე კონკრეტიკას ნუ მომთხოვთ. მომავალში გვექნება შეხვედრა და უფრო დეტალურად მაშინ ვილაპარაკოთ.