![მოშიმშილე პატიმარი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, ოჯახი მსჯავრდებულის ადგილსამყოფელს უშედეგოდ ეძებს მოშიმშილე პატიმარი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, ოჯახი მსჯავრდებულის ადგილსამყოფელს უშედეგოდ ეძებს](http://presa.ge/img/multimedia/a25251.jpg)
მოშიმშილე პატიმარი სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, ოჯახი მსჯავრდებულის ადგილსამყოფელს უშედეგოდ ეძებს
16:34:40     31-07-2013
რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმარი გიორგი ხურციძე სკამზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა. ის მეათე დღეა სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შიმშილობს. გვიან ღამით კი მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ხურციძის დამ ქრისტინე ხურციძემ განუცხადა, ის ამ დრომდე ცდილობს ციხის ადმინისტრაციისგან მიიღოს პასუხი სად იმყოფება მსჯავრდებული და რატომ მიმართა მან მან პროტესტის მსგავს ფორმას თუმცა უშედეგოდ.
ქრისტინე ხურციძის განცხადებით ციხის დირექტორი ალექსანდრე ბირთველიშვილი მასთან შეხვედრას გაურბის.
ქრისტინე ხურციძე: ამ დრომდე უშედეგოდ
ვცდილობ მივიღო ინფორმაცია ჩემი ძმის ადგილსამყოფელის შესახებ. ციხის დირექტორი ალექსანდრე ბირთველიშვილი მემალება. ციხის თანამშრომლებიც
არ გამოდიან კონტაქტზე.
დაშავებული პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ხურციძეს, განაჩენის გადახედვის მოთხოვნით პირი მავთულით ჰქონდა ამოკერილი.
„ჩემი ძმა პრინციპული ადამიანია, სანამ საწადელს არ მიაღწევს არ მოისვენებს, აცხადებს, თუ ჩემ საქმეს არ გადახედეს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებო. სადაც პირი ამოიკერა უპრობლემოთ, შემდეგ კი სასქესო ორგანოთი დაიჭედა თავი მეშინია თვითმკვლელობაც არ ჩაიდინოს. ამიტომ ვითხოვ ციხის უფროსთან შეხვედრას. ჩემი ძმა ამ ციხეში უსაფრთხიდაა,ბადრაგი ყურადღებას არ აქვევს პატიმრებს“,- აცხადებს პატიმრის და.
ქრისტინე ხურციძე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ მსჯავრდებულის ციხიდან გაყვანა ეკა ბესელიას ციხეში შესვლის დღეს ემთხვევა.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ წუთებში N17 დაწესებულებასთან შეკრებილნი არიან იმ 50 მსჯავრდებულის ოჯახისწევრები, რომლებიც განაჩენის გადახედვის მოთხოვნით გიორგი ხურციძის მსგავსად 10 დღეა შიმშილობენ.
შეკრებილები საასჯელაღსრულების მინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამნისტია მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეეხოთ.