"თქვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, ტიმოშენკო მერაბიშვილზე უკეთეს პირობებში იმყოფება"

  14:26:39     30-07-2013

პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილი „მატროსოვის ციხეში“ შეხვდა. 

კაჩინსკის განცხადებით, ის შეშფოთებულია იმ პირობებით, რაც მერაბიშვილს ციხეში აქვს შექმნილი. 

იაროსლავ კაჩინსკი: „გვაშფოთებს რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია. დღეს მოვინახულეთ მერაბიშვილი, მაგრამ იქ შექმნილმა პირობებმა შეგვაშფოთა. უკრაინასთან საქართველოს შედარება დაუშვებელია, რადგან ტიმაშენკო ციხეში ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე მერაბიშვილი“. მან მერაბიშვილის დაპატიმრების ფაქტს არადემოკრატიული უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ კაჩინსკიმ უკვე გამართა შეხვედრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, რომელსაც გიორგი ბარამიძე, გიორგი კანდელაკი და ზურაბ ჯაფარიძე ესწებოდნენ.