
Euobserver: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება
12:15:23     30-07-2013
"ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება", - ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Euobserver-ი წერს. გამოცემამ ივანიშვილთან ინტერვიუ ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.
ინტერვიუს ავტორი, ანდრიუ რეტმენი აცხადებს, რომ საქართველოს მდიდარ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის "ოცნება" აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ.
პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.