ტირანი გორს უბრუნდება

  16:21:03     29-07-2013

კულტურის სამინისტრომ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

მინისტრმა ოდიშარიამ საჭიროდ ჩათვალა დაეკმაყოფილებინა გორის საკრებულოს შუამდგომლობა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტირანის ძეგლის აღდგენა-დაბრუნების შესახებ. 

გავრცელებული ინფორმაციით, „დიდი ბელადის“ ძეგლი გორს მისი დაბადების დღეს - 21  დეკემბერს დაუბრუნდება და ამჯერად ტირანის ძველი სახლის წინ დაიდებს ბინას. 

სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან 2010 წლის ივნისში აიღეს, რამაც ქართველი კომუნისტებისა და რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.