გაბაშვილი: მარგველაშვილი ივანიშვილს არ უნდა ამოეფაროს
16:40:47     29-07-2013
„ქართული ოცნებისთვის გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ იმითაა ღირებული, რომ ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ და მის გემოვნებაზე მორგებულ კანდიდატურას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მარგველაშვილს „პოლიტიკური ღირებულების“ დემონსტრირება სურს, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან დებატები ამის საუკეთესო საშუალება იქნება .
დღეს გამართულ ბრიფინგზე გაბაშვილმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან პირისპირ დებატებში მონაწილეობაზე.
გაბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა მის კანდიდატთან დებატებზე უარი არ უნდა განაცხადოს.
„გასაკვირია და ძალიან უცნაურია, რატომ აცხადებს უარს ქართული ოცნების კანდიდატი ამ ტიპის დებატებზე. ჩვენ ყველა სხვა კანდიდატს პატივს ვცემთ და არ არის გამორიცხული, სხვა ფორმატის დებატებიც გაიმართოს სხვა კანდიდატების მონაწილეობით.
თუმცა, სრულებით ცხადია, რომ ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის ის, რომ დებატები ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს შორის ჩატარდეს, სადაც გამოჩნდება ორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა“, - განაცხადა გაბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მარგველაშვილი „არ უნდა ამოეფაროს ბიძინა ივანიშვილს და თავად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი დებატებში დავით ბაქრაძემ გამოიწვია, რაზეც მარგველაშვილისგან უარი მიიღო.
„ექსკლუზივებს ჩვენ არავის მივცემთ, მაგრამ შესაძლებლობა აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების ყველას აქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.