იტალიის პოლიცია აცხადებს რომ უსოიანის მკვლელობის უკან ონიანი და ჯანგველაძე დგანან
16:50:01     25-07-2013
იტალიელმა სამართალდამცველებმა განაცხადეს რომ გაშიფრეს კანონიერი ქურდების, ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
კარაბინერების მტკიცებით, მათ, ამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შესწავლის შედეგად, კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, იგევე დედ ხასანის მკვლელობა გახსნეს და რუს სამართადამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
იტალიელი სამართალდამცველები ამტკიცებენ რომ სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მიხედვით, ონიანი და ჯანგველაძე, უსოიანის ლიკვიდაციამდე ერთი დღით ადრე ადგენდნენ დედ ჰასანის მკვლელობის გეგმას.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელ სამართალდამცველებს გააჩნიათ მერაბ ჯანგველაძის, იგივე "მერაბ სოხუმსკის" სხვა საუბრების ჩანაწერებიც, მათ შორისი "ქურდული სხოდკების" შესახებაც.
კარაბინერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანმა სატელეფონო საუბრების დროს ჯანგველაძეს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომ უნდა მომხდარიყო ასლან უსოაიანის ლიკვიდაცია.

"ონიანის აზრით, თუ უსოიანის განეიტრალება მოხდებოდა, ქურდულ სამყაროში არსებული ქაოსი დალაგდებოდა" - აცხადებენ იტალიელი პოლიციელები. "ამ სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს, ასლან უსოიანი სნაიპერმა მოსკოვში მოკლა", - ამტკიცებენ კარაბინერები.
უსოიანი კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ის თბილისში, 1937 წელს დაიბადა.