ბათუმში მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელზე საუბრობენ

  17:59:18     23-07-2013

16 წლის მარიამ კოჩალიძის შესაძლო მკვლელის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. „პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრები გოჩა მსხალაძე აცხადებს, რომ დაინახა თუ როგორ გადაადგილდებოდა 28 წლამდე გარეგნობის პირი გარდაცვლილის კუთვნილი ველოსიპედით. 

ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნება ბოლო ორი თვის განმავლობაში ბათუმის ახალ ბულვარში ტალღის მჭრელი "პირსის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

შეგახსენებთ რომ დღეს დილით, ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძის ნაწამები ცხედარი იპოვეს. მარიამს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 წლის გოგონა საღამოს სახლში არ დაბრუნდა. ის ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. პოლიცია მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.