ეშტონი: საქართველოში, ის ღირებულებები, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, დაცული უნდა იყოს
11:48:26     23-07-2013
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონის განცხადებით მნიშვნელოვანია რომ საქართველომ წინ იაროს.
ეს განცხაება ეშტონმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„დიდი მოლოდინით ველოდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე.
მე ვუთხარი პრემიერ ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს და იმავეს ვიტყვი ახლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ იაროს წინ, გააძლიეროს და გააღრმავოს ევროკავშირთან ურთიერთობა, რაც ჩემი აზრით, ქართველი ხალხის სურვილია.
საქართველოში, ის ღირებულებები, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, დაცული უნდა იყოს. საქართველოსთან ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი შეეხება არამარტო მოკლევადიან პერიოდს, არამედ იმას, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოს და როგორ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ შეიკრიბნენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობაა.