![პროკურორი შაქრო ბაჩო ახალაიას პროცესზე: შარზე ვარ პროკურორი შაქრო ბაჩო ახალაიას პროცესზე: შარზე ვარ](http://presa.ge/img/multimedia/a25174.jpg)
პროკურორი შაქრო ბაჩო ახალაიას პროცესზე: შარზე ვარ
15:54:35     22-07-2013
ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა ბაჩო ახალაიას საქმის განხილვის დღევანდელ დეტალებზე. ახალაიას მეუღლემ მოიყვანა ციტატა პროკურორ შაქრო ზაალიშვილსა და მოსამართლეს შორის გამართული პოლემიკიდან.
„პროკურორი შაქრო: "ბატონო მოსამართლე, რატომ არ მაძლევთ ჯვარედინი დაკითხვის უფლებას, როცა ადვოკატებს ჰქონდათ ამის უფლება?"
მოსამართლე: "ვინ თქვა ბატონო შაქრო რომ არ გაძლევთ? როდის შეგზღუდეთ?
ბაჩო ახალაია: "რა გინდათ ბატონო შაქრო?!"
შეგახსენებთ რომ ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სასამართლოში დღეს განახლდა. მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა ახალაიასთან ერთად ბრალდებული კიდევ ერთი პირი.
აღსანიშნავია რომ წინა პროცესებზე, პროკურატურის მოწმეთა დიდმა უმრავლესობამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა.
მოწმეებმა განაცხადეს რომ გამომძიებლემბა ჩვენებები ზეწოლით დააწერინეს.