კანდელაკი: ტელეკომპანია „იმედს“ გია ხუხაშვილი აკონტროლებს
15:26:07     22-07-2013
განხილვის მთავარ თემად „ქართული ოცნების“ მხარადამჭერების მიერ ზუგდიდსა და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერისის ჩაშლის მცდელობა რჩება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ნაც. მოძრაობის“ პარტიული ღონისძიების ჩაშლა ხელისუფლების დაგეგმილი იყო. პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კანდელაკს ამის დასამტკიცებლად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები მოჰყავს, სადაც ჩანს, თუ როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი მხარდამჭერების მობილიზება.
„პერესა.ჯი“ დეპუტატს ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე ესაუბრა.
გიორგი კანდელაკი: უამრავი მტკიცებულება, ვიდეო და აუდიო მასალა არსებობს, რომ ზუგდიდსა და ბათუმში ჩვენი პრაიმერისის ჩასაშლელად, გამგებლების დავალებით ხდებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზება. ჩვენი ინფორმაციით, რაიონებიდან ხალხი მოტყუებითაც ჩამოიყვანეს, უთხრეს რომ მინისტრი ღარიბაშვილი ხვდებოდა მოსახლეობას.
- პრესა.ჯი: რატომ გაუჩნდა ხელისუფლებას იმის ცდუნება, რომ ოპოზიციისთვის პრაიმერისის ჩატარების საშუალება არ მიეცა?
- ის მთავრობა, რომელიც მიტინგს ოპოზიციას უტარებს, დიდხანს ვერ გასტანს. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ისაა რომ მთავრობას ამომრჩევლისთვის არაფერი აქვს სათქმელი. მთავრობა ხვდება რომ ეკონომიკური მაჩვენებელი საგანგაშოა, იზრდება უმუშევრობა... ამიტომ მას სურს გადაფაროს ეს სტატისტიკა ტემპერატურის მსგავსი აწევით.
- ლიტვაში, ივანიშვილს, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა საქართველოში დაწყებული პოლიტიკური დევნის შესახებ მიანიშნა...
- ლიტვაში ვიზიტად მყოფ პრემიერს ლიტვის ორგზის პრემიერმა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ ისიც ყოფილი პრემიერი, თუმცა ციხეში არ ზის. ანდრეს კუბილიუსმა იგივე გაუმეორა თავადაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასაც.
კუბილიუსის ეს განცხადება, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ გაკეთებული მეგობრული განცხადებებით, ნიშნავს იმას, რომ მისი კრიტიკა კიდევ უფრო ყურადსაღებია.
ჩემი აზრით, მსგავსი განცხადებები ყურადსაღბი უნდა იყოს ყველა მთავრობისთვის, რადგან ეს ხალხი დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებით. მსგავსი ლიდერების განცხადებების იგნორირება და მათთან ჩხუბი საქართველოსთვის არის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი.
სქართველოს მთავრობამ, ჩემდა სამწუხაროდ, აიღო გეზი და ემეგობრება იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას.
ივანიშვილის მთავრობისთვის იმ ადამიანებთან ურთიერთობა გახდა პრიორიტეტული, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებს სკეპტიკურად უყურებს. სამაგიეროდ, ეჩხუბებიან და ლანძღავენ საქართველოს მეგობრებს.
დღევანდელი ხელისუფლება, სახელმწიფო ინტერესზე წინ პარტიულ ინტერესს აყენებს. ამის ნათელი მაგალითი იყო ევროპარლამენტარებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლა. მსგავი მაღალი რანგის სტუმრების შენიშვნების გაუთვალისწინებლობა ქვეყნის სრულ იზოლაციას გამოიწვევს.
- გორში თანამედროვე შულავერის კომიტეტის გამართული შეხვედრა გააპროტესტეთ, სოციალურ ქსელში კი დაწერეთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ თქვენი კომენტარი არ გაუშვა, რატომ?
- ტელეკომპანია „იმედს“ გია ხუხაშვილი აკონტროლებს, როგორც ჩანს, მათთვის არასასურველი აღმოჩნდა სრულიად მარტივი კავშირის დანახვა ამ ღონისძიებასა და ხელისუფლების ინტერესს შორის.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბატონი ვალერი ხაბურძანია არის დღევანდელი ხელისუფლების სატელიტი. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირს ირჩევს,ამ ადამიანებთან პირდაპირ შუბლით დაჯახება პრემიერ ივანიშვილს არ უნდა.
ამიტომ ის დასავლური იდეის მცოცავ დისკრედიტაციას აწარმოებს. მისი მიზანია მცოცავად შემოგვაპაროს რუსეთის გავლენ ქვეშ დაბრუნების იდეა. ამის მათელი მაგალითი იყო გორში გამართული ღონისძიებაც.