„რაც საკრებულოში ხდება, ეს არის გადატრიალების თავისებური ფორმა“
17:37:04     19-07-2013
„ვერსიაში“ გამოქვეყნებულმა დავით ბაქრაძის ინტერვიუმ სათაურით: „ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა“, სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძემ „ფეისბუქით“ განმარტებაც გააკეთა პოლემიკა გრძელდება.
„მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო ჩემს დღევანდელ ინტერვიუს, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საინფორმაციო სააგენტოებში. კერძოდ, მთავარი განსახილველი გახდა თითქოს ჩემი ნათქვამი ფრაზა, "ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა".
მინდა მკაფიოდ განვმარტო: ჩემი ამ წინადადების კონტექსტიც, შინაარსიც და კონკრეტული ფორმაც ეხებოდა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ძველი სახით დამთავრდა, პარტიაში მიდის განახლების პროცესი და ჩვენ ვყალიბდებით ახალი ტიპის პარტიად, რისი დასტურიცაა მიმდინარე პრაიმერიც, გულახდილი დებატებიც წარსულზე და პარტიაში მიმდინარე სხვა ცვლილებებიც.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავდა ინტერვიუს, დარწმუნდებოდა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თან ასეთი შემოკლებული და უზუსტო სახით ეს ფრაზა სრულიად არ შეესაბამება ინტერვიუს ზოგად სულისკვეთებას, რომლის აზრიც არის ის, რომ განახლებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გულწრფელად და ობიექტურად აფასებს მტკივნეულ თემებს, რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, და რომელიც რჩება პრინციპულ და აქტიურ ოპოზიციად, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით - ასეთი ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელსაც აქვს მომავალი და იმსახურებს ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერას.
სწორედ ასეთი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერში ვიღებ მე მონაწილეობას და იმედი მაქვს, ყველა თქვენგანთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - დაწერა „ფეისბუქში“ ბაქრაძემ.
„პრესა.ჯი“-მ ამ და სხვა თემებზე კომენტარი სთხოვა უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს.
დავით დარჩიაშვილი: ძირეული ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ. უბრალოდ აქ საუბარია პარტიაში ახალი სახეების გამოჩენაზე თუმცა პარტიის იდეოლოგები ნაც. მოძრაობიდან არ მიდიან.
„პრესა.ჯი“: დავით ბაქრაძის ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას რომ პარტიის დატოვება ბევრ ლიდერს მოუწევს?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძირეული ცვლილებები არ ხორციელდება. პარტიის ლიდერები არსად წასვლას არ აპირებენ.
- ევროპარლამენტის წევრებმა მერაბიშვილის პატიმრობას პოლიტიკური უწოდეს...
- მერაბიშვილის დაკავება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დაკავების დღიდან საუბრობს. ეს დაადასტურეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის წევრებმა. ამ კრიტიკის იგნორირება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
- მსგავსი განცხადებების შემდეგ რამდენად არსებობს ალბათობა იმისა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობა შეიცვალას სხვა ღონისძიებით?
- ვერ გეტყვით რამდენად დიდი მოლოდინი შეიძლება მქონდეს, ივანიშვილისგან, წულუკიანისგან, კბილაშვილისა და ღარიბაშვილისგან, რომლებიც განსაზღვრავენ იმ პოლიტიკურ დევნას, რაც ჩვენი მისამართით ხორციელდება, რომელსაც „ქართულ ოცნებაში „სამართლიანობის“ აღდგენას ეძახიან.
- რამოდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს...
- რაც საკრებულოში ხდება, ეს არის გადატრიალების თავისებური ფორმა. რომელსაც ოქტომბრიდან მოყოლებული ახორციელებს „ქართული ოცნება“. იქ სადაც ძალაუფლება არჩევნების გზით არ შეიძლებოდა მოეპოვებინათ, ისინი გადაბირებითა და ტერორით ცდილობენ ძალთა ბალანსის შეცვლას.
- ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებზე საუბრობს ავვს თუ აზრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
- მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ქმნის არასამართლიან საარჩევნო ველს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. ჩვენი კანდიდატი ამ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.