მამუკა ახვლედიანი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები გადააყენეს

  13:39:31     19-07-2013

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი გადააყენეს. ახვლედიანის გადაყენებას საკრებულოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ახვლედიანის გარდა გადაყენებულია საკრებულოს კომისიის წევრები. 

საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად, "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება. ნაციონალები მიიჩნევენ რომ სხდომა არალეგიტიმურია.

ნაციონალური მოძრაობიდან გაქცეული მედროვეების ხარჯზე, "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში ოცნება აიხდინა. რამდენიმე დღეში იგეგმება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხიც.

ზაალ სამადაშვილის ნაცვლად, "ქართული ოცნება" გეგმავს რომ საკრებულოს თავმჯდომარის სკამზე ირაკლი შიხიაშვილი დასვას, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსნები ლობირებენ.

შიხიაშვილი ყოფილი ნაციონალია. მან პარტია არჩევნების შემდეგ დატოვა და გამარჯვებულის "ჯამში" ისკუპა. 

საკრებულოს სხდომის ფონზე მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია. ახალგაზრდები მედროვეების მიერ საკრებულოს ხელში ჩაგდებას აპროტესტებენ და შიხიაშვილსა და სხვა აოცნებებულ ნაციონალებს მწვავედ აკრიტიკებენ.

"ისინი ვირთხები და მონები არიან და იმას აკეთებენ, რაც "ოცნებიდან" უბრძანეს", - ასე აფასებს ახალგაზრდების ნაწილი ოცნებადაწყებული ნაციონალების პოლიტიკურ აქტივობებს.