ინფორმაცია ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ არ დასტურდება

  15:49:00     17-07-2013

"ჯიჰადის ხმის" ვებგვერდზე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ავღანეთში არაფერი მომხდარა, ეს სიცრუეა“,- აცხადებს ალასანიას პრესსამსახური

სოციალურ ქსელსა და „ჯიჰადის ხმის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი შეტაკების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. "ჯიჰადის ხმის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აისააფ-ის ტანკზე განხორციელებულ შეტევას ტანკის განადგურება და რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა.