NDI: მარგველაშვილი 45 პროცენტს მოსწონს, ბაქრაძე 48 პროცენტს

  13:34:58     15-07-2013

NDI-ს კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 45 პროცენტს მოსწონს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო კანდიდატი, დავით ბაქრაძე - გამოკითხულთა 48 პროცენტს. 

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, დაცემულია ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი. ის 75 პროცენტიდან 69 პროცენტამდე შემცირდა. პრემიერის გარდა, 60-დან 52 პროცენტამდეა შემცირებული "ქართული ოცნების" მოწონების მაჩვენებელიც. 

რაც შეეხება პრეზიდენტს, სააკაშვილი, წინა კვლევის მსგავსად, ამჯერადაც გამოკითხულთა 23 პროცენტს მოსწონს. 

მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს კათოლიკოს პატრიარქს. პატრიარქი გამოკითხულთა 92 პროცენტს მოსწონს.