
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს
18:57:25     08-07-2013
ესტონეთის პრეზიდენტის, თომას ილვესის თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს კავშირი არ აქვთ რეპრესიებთან, სარწმუნო არ არის. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა „კომერსანტ ფმ"-თან საუბრისას განაცხადა.მისი განცხადებით, ევროპაში აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და დასკვნებსაც აკეთებენ.
„ხდება თუ არა, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ოპონენტენზე შურისძიება? ისინი საუბრობენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ წმინდა სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ ეს ასე არ გამოიყურება", - აცხადებს ილვესი.
„საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დააპატიმრა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი. ჩვენ კი გვეუბნება, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის იმიტომ რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა დარეგისტრირება ვერ მოასწრო. როგორც ჩანს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას სულელები ვგონივართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სულელები", - ამბობს პრეზიდენტი ილვესი.
თომას ჰენდრიკ ილვესის აზრით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ჰგავს უკრაინაში ტიმოშენკოსთან, ხოლო რუსეთში ხოდორკოვსკისთან დაკავშირებულ სიტუაციას.