რა მოხდა "დინამო არენაზე"...

  11:11:08     08-07-2013

"დინამო არენასთან", სადაც მოსკოვის დინამოსა და თბილისის დინამოს ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, პოლიციამ სამი პირი დააკავა. პოლიციის მაიორმა კი, "თავისუფალი ზონის" წევრებს პლაკატი დაუხია, სადაც ეწერა: "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

პლიციამ თავისუფალი ზონის წევრები წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. თვითმხილველების თქმით, "აპოლიტიკური" პოლიცია  აგრესიულობით გამოირჩეოდა. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს.

განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციელი ზურა რუხაძე. ფოტოზე კარგად ჩანს ზურგით მდგომი რუხაძე როგორ უსწორდება  აქციის მონაწილეებს. სხვათაშორის რუხაძე ის პოლიციელია, ვინც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდები პუტინის გინებისთვის დააკავა. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დაკავებულები არა პოლიციის შენობაში, არამედ შს სამინისტროს უკანა ეზოში, მანქანების სამრეცხაოში გადაიყვანა, სადაც ზემდგომების შემდგომ მითითებებს ელოდებოდნენ, ხოლო როცა ადგილზე ოპოციზიის წარმომადგენლები მივიდნენ, სასწრაფოდ მანქანებში ჩახტნენ და გაიქცნენ.

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდებმა ამხანაგურ მატჩზე რუსი დეპუტატების ყოფნის ფაქტი და რუსი გულშემატკივრების მიერ იმპერიალისტური დროშების ფრიალი გააპროტესტეს. მატჩის შემდეგ, რუსმა გულშემატკივრებმა დატოვეს სტიკერი წარწერით: "წინ ჰუსარებო,  მოტყ...ით და დაბრიდეთ". 

დარბევა-დაკავების პარალელურად, რუსი დეპუტატები მთაწმინდის ერთ-ერთ რესტორანში, ქართველ პრორუსებთან ერთად ილხენდნენ. ისინი ონიშენკოს დაწუნებულ ქართულ ღვინოს აგემოვნებდნენ და რუსეთ-საქართველოს ძმობასა და მეგობრობაზე საუბრობდნენ.