
კანდელაკი: გაჭირვების ნაცვლად მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის
13:57:24     05-07-2013
ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მისამართით უცხოელი თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკა არ წყდება. მთავრობას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნისაკენ და პოლიტიკური პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესიც მოუწოდებს.
როგორც მონიტორინგის კომიტეტის განცხადებიდან ირკვევა მერიის მაღალი თანამდებობის პირების დაკავებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლთა წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცედურები კომიტეტის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მათივე თქმით, ამ პროცედურების წარმოების ფორმები და განმეორებითი დაბარებები ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციონირებას აფერხებს; ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მონიტორინგის კომიტეტი მთავრობას მოუწოდებს, პოლიტიკოსთა უფლებებს პატივი სცეს.
„პრესა.ჯი“ საერთაშორისო კრიტიკის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი კანდელაკს ესაუბრა.
- რა შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას უცხოეთის მხრიდან მსგავსი კრიტიკა?
- ის კრიტიკა რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ კი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესისგან მიიღო პოლიტიკური და ეკონომიკური შდეგის მომტანი შეიძლება გახდეს. პოლიტიკური შედეგი ეს არის საქართველოს რეპუტაციის ნგრევა და ქვეყნის მიმართ ინტერესის ვარდნა, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ეკონომუკურ შედეგს, არავის სურს ფულის ჩადება ისეთ ქვეყანაში, სადაც დევნიან ოპოზიციას, სადაც ტრაგიკომედიების თანხლებით იჭერენ პოლიტიკურ ოპონენტებს.
- ახალი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა, რომ არ ჰყვავის ამის აღიარება საქართველოს ფინანსთა მინისტრსაც მოუწია. ხადურმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 6% ვერ იქნება...
- ჩვენი ეკონომიკის ზრდა არის ნოლი. დასაქმების მაჩვენებელიც კატასტროფულ ნიშნულზეა, ფაქტიურად ათასობითა ადამიანმა დაკარგა სამსახური და დარჩა შემოსავლის გარეშე. პირველი ექსვი თვის ოფიციალური მონაცემებით ბიუჯეტს დააკლდა 270 მილიონი ლარი. აქიდან გამომდინარე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6 % ნამდვილად ვერ იქნება. ამასაც ორი მიზეზი აქვს. პირველი, ხელისუფლები არასერიოზული მიდგომა და ის ქაოტური სიგნალები რომელიც მთავრობისგან მომდინარეობს. მეორე მიზეზია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შექმნილი პოლიტიკური ამინდი. გაჭირვების ნაცვლად მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის. თუმცა ჩვენთაბ ბრძოლით მთავრობა გაჭირვება კი არ დაამარცხებს არამედ გაზრდის.
- პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობის მიღებაზე საუბრობს და ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას უგზავნის. რას უკავშირებთ აღნიშნულ განცხადებას. თქვენი აზრით დაუმძიმდებათ აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი?
-ჩემი აზრით, დამთხვევა ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ მონიტორინგის სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკანონო შემოწირულობის მიღებაზე მას შემეგ ალაპარაკდა, რაც საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი. საინტერესოა იგივე უწყება რატომ არ სწავლობს იმ ათეულობით დარღვევებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ჩაიდინა. ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა. ამასთან მინდა ავღნიშნო ბატონი საგანელიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილმა ფული უნდა შეწიროს. ეს განცხადება ნიადაგის შემზადებას ჰგავს, რომ ის უსაზღვრო რესურსები რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაჰყრის თავის კანდიდატის კამპანიაში გასაღდეს როგორც შემოწირულობა.