მერიისა და საკრებულოს წევრების უკანონო დაკავების ფაქტს სახალხო დამცველი და „საია“ სწავლობს

  14:25:23     27-06-2013

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ  მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების დაკავების ფაქტის შესწავლს იწყებს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ომბუცმენმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს დეტალური ანალიზის შემდეგ  გააკეთებს.

ნანულაშვილის აპარატის ცნობით, კი სახალხო დამცველის ოფისმა მერიისსა და საკრებულოს წევრების დაკავების საქმეზე ინფორმაციის მოგროვება უკვე დაიწყო. 

„დეტალური შესწავლისას თუ გამოიკვეთა ადამიანის უკანონოდ დაკავების   ფაქტი, ომბუცმენი რეაგირებას აუცილებლად მოახდენს“,- აცხადებენ სახალხო დამცველს აპარატში.

ომბუცმენის მსგავსად დღევანდელი დაკავების საკითხს სწავლობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. 

ორგანიზაციის პრესცენტრიც ცნობით, მაღალჩინოსანთა დაკავევების საქმეზე საია კომენტარს დღის ბოლოს გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ხადურის უწყებამ მერიისა და საკრებულოს 30- მდე თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უკანონოდ დააკავა.  მოგვიანებით ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა რომ ისინი მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა, რეალურად, მათი დაკითხვა არც კი მომხდარა. მეტიც, დაკავებულთა უმრავლესობა საგამოძიებო სტრუქტურებში არც მიუყვანიათ და ქუჩებში, ხელბორკილდადებული დაატარებდნენ მანქანით.

აღნიშნულ ფაქტს მალევე დედაქალაქის მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულებს დაადეს ხელბორკილები, მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება, თუმცა შემდეგ ეს დოკუმენტაცია დახიეს და თითქოს ეს ხალხი მოწმეებად იყვნენ მიყვანილები, უკანა გასასვლელიდან მოხდა ამ ხალხის გაყვანა, რათა ჩაეფარცხათ ეს სამარცხვინო საქციელი. 

გიგი უგულავა: "ჩვენ ველით ობუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას, რადგან მოხდა კანონის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ყველა ადამიანი შეიტანს საჩივარს პროკურატურაში იმისათვს, რომ მოხდეს გამოძიება. იმედია ეს გამოძიება არ გაგრძელდება საუკუნეები და მალე მივიღებთ პასუხს" .