
ივანიშვილის დაცვის წევრის სახელით გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს ექსპერტიზა არ ჩატარებია (ვიდეო)
17:53:56     24-06-2013
ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით წინასაარჩევნოდ გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.
ეს მაშინ, როცა მეოცნებეები (მათ შორის შს დღევანდელი მინისტრი და მთავარი პროკურორი) ამტკიცებდნენ, რომ ჩანაწერები სრული ფაბრიკაცია იყო.
დღეს, პროკურატურა თავს იკავებს ოფიციალურად განაცხადოს - არის თუ არა, გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილი.
კიდევ ერთხელ...
ერთ-ერთ აუდიო-ჩანაწერში, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ვინმე გიოსთან სატელეფონო საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილი თანაგუნდელ თინა ხიდაშელს აგინებს და მას „რაღაცას“ ჰპირდება. ის ქალბატონ თინას ყლ-ქალას და დედამო..ლს უწოდებს...
დღევანდელი შს მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ხიდაშელი პარტიაში ინტრიგებს ხლართავს და საერთოდ, მისთვის საგარეო ურთიერთობებისა და პიარის ჩაბარება შეცდომა იყო.
როგორც ღარიბაშვილის საუბრიდან ირკვევა, კოალიციის წევრი არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული საუბარი ხიდაშელის ყურამდეც მივიდეს, თუმცა დასძენს, რომ „თუ ყველაფერი კარგად იქნება" ამას პირადადაც ეტყვის.
„გეფიცები რა, რა განწყობა მქონდა მაგ ქალზე, სულ გადამივიდა, გადამარწმუნა რა... მკიდია, მიუტანონ ჩანაწერი“ - ელაპარაკება ღარიბაშვილი ვინმე გიოს.
მაშინ ივანიშვილის პირადმა მცველმა სოციალურ ქსელში კოალიციის კიდევ ერთი წევრის, გუბაზ სანიკიძის ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ის ბერა ივანიშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე აუგად საუბრობს.
სანიკიძე ამბობს რომ ივანიშვილის შვილების ალბინოსობა სისხლის აღრევით არის გამოწვეული.
„შარტავა იძახის, ეგ არის სისხლის აღრევის შედეგიო, ზოოპარკში გინახავს თეთრი ვეფხვები და ლომები რომ იბადებიან? სულ ალბინოსები იბადებიან, იმიტომ რომ და-ძმას შორის არის ის..."- ამბობს ჩანაწერში სანიკიძე.
სანიკიძე ბერა ივანიშვილს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, ბიძინა ივანიშვილს კი აგინებს. აღნიშნავს, რომ თავიდანვე იცოდა რაც იყო ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ პოზიცია დღეს
„პრესა.ჯი“, დაინტერესდა, რა ბედი ეწია დაწყებულ გამოძიებას, ჩაუტარდა თუ არა, ფირებს ექსპერტიზა... თუმცა, შესაბამისი უწყებიდან დამაჯერებელი პასუხების მიღება ძალიან გაგვიჭირდა.
„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია, საქმე არის სასამართლოში“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში. თუმცა, პროკურატურაში არაფერს ამბობენ ექსპერტიზასა და მის შედეგებზე.
კითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა, სურმავას სახელით გავრცელებულ ფირებს ექსპერტიზა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ: ხალხი დაკავებულია, სასამართლო არსებით განხილვას დაიწყებს. დანარჩენ დეტალებს სანამ სასამართლო არ დასრულდება, ვერ გეტყვით.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს რომ „ასეთი კითხვით ჟურნალისტებმა იმათ უნდა მიმართონ, ვინც ფირში ფიგურირებს“.
„მე რა შუაში ვარ? მიმართეთ იმას, ვისაც ეს ეხება და ჩანაწერებში ფიგურირებს“, - გვითხრა ხმალაძემ.
ჩანაწერებში დღევანდელი შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებს. წესით, ის დაინტერესებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ აუდიო-ჩანაწერებს ექსპერტიზა ჩატარებოდა და გარკვეულიყო - იყო თუ არა ნამდვილი. თუმცა, ფირებს ექსპერტიზა დღემდე არ ჩატარებია.
მინისტრი დუმს. რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, „შეხვედრაზე ვარ“,- ამბობს ნინო გიორგობიანი.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული საკითხის კომენტირების მიზნით კოალიცია „საზოგადოებრივი ინციციატივის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ფარულავას დაუკავშირდა.
ლაშა ფარულავა: „შს ახალი მინისტრის პირობებში საზოგადოებას არ მიუღია პასუხი: რაფალიანცის, კურტანიძის, ჯიჰადისა და სურმავას კადრებზე.
მიუხედავად იმისა რომ ყველა ჩამოთვლილი საქმის ობიექტურად გამოძიების პირობას ღარიბაშვილი იძლეოდა.
ჩნდება ვარაუდი - ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება იმიტომ არ ხდება, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დაზარალებს. ხელისუფლება ბოლო დღეებია დაკავებულია „კასრების“ თემით და ცდილობს დააშინოს პოლიტიკური ოპონენტი“.
P.S: იხილეთ აუდიო-ჩანაწერი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს…