ვაშაძე: სამტრედიის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიჭრნენ

  12:20:29     21-06-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სამტრედიაში, საკრებულოს შენობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიჭრნენ.

„ძალიან რთული სიტუაციაა სამტრედიაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიჭრნენ საკრებულოს შენობაში. არ აძლევენ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის შესაძლებლობას. პროცესი ორგანიზებულია უშუალოდ შინიაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების და დეპუტატ ჩრდილელის მიერ!“,- აცხადებს ვაშაძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ სამტრედიის საკრებულოს შენობის პიკეტირების ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ წუთებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან ადგილობრივი საპატრულო პოლიციისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და თუ რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი, მათი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდება.