„თავისუფლება ვანო მერაბიშვილს“

  12:06:39     19-06-2013

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალი ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

გუშინ აეროპორტის გზატკეცილზე „ნაციონალური მოძრაობის“  სათაო ოფისის ფასადზე მერაბიშვილის გამოსახულებით ბანერი გაიკრა წარწერით: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილს“.

 საპარლამენტო  უმცირესობის შეფასებით ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გამოსწორების ნაცვლად პრემიერი, ვანო მერაბიშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლით არის დაკავებული.

რამოდენიმე წუთის წინ კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის,  ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად, სპეციალური  ვიდეორგოლი  „you tube“-ზე  აიტვირთა.

ვიდეორგოლი ვანო მერაბიშვილის სიტყვებით იწყება, „მე საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერი ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით“

„თავისუფლება!“  ამ სიტყვას იმეორებენ კლიპში მონაწილე ცნობადი სახეები.