უგულავა: ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა

  11:24:05     19-06-2013

ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა და მეც მაინტერსებს, ივანიშვილის ჯოკეი ჯოზეფ ქეი რა ბრალდებებს მიყენებს, რადგან მთავარი ოქროს მოწმე გამოძიებისთვის არის ჯოზეფ ქეი, ყველასთვის ცნობილი საერთაშორიო თაღლითი, მეც მაინტერესებს რა უნდა გამოძიებას ჩემგან”,- ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დაწყებამდე გაკეთა.

გიგი უგულავას სასამართლო პროცეზი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშევბობას განიხილავენ.

როგორც  ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, უგულავას საქმეზე 500- მდე მოწმეა.

ადვოკატი: "სასამართლო დღეს იმსჯელებს გარკვეული მტკიცებულებების დაშვება- არდაშვებაზე, 500-მდე მოწმეა ამ საქმეში, მარტო 400 მოწმე ჩვენ გვყავს, დღეს წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ჩვენი პოზიციაა, რომ გარკვეული მტკიცებულებები არ იყოს დაშვებული, რადგან მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული".

 შეგახსენებთ, რომ გამოძიება თბილისის მოსახლეობის მიერ არჩეულ მერს ტელეკომპანია  "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის", მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ედავება.

წინა სხდომაზე დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.