![მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“ მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“](http://presa.ge/img/multimedia/a24970.jpg)
მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“
17:07:40     18-06-2013
შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აქილევსის ქუსლი დიდი ალბათობით სამეგრელოში იარაღის სამლავის აღმოჩენის ვიდეო კადრები გახდება.
საზოგადოებას გუშინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კითხვები აწუხებს და მის ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს. ოპერატიული მასალის ერთ-ერთი კადრი ფორუმზე და სოცილუარ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი უკვე გახდა.
საუბარია კადრზე სადაც სავარაუდო პოლიციელს ან სხვა პასუხისმგებელ პირს ფეხზე ე.წ. „ჩუსტები“ აცვია. ფორუმელები ინტერესდებიან რატომ აცვია პოლიციელს, რომელიც საგანგებო დავალებით არის მივლენილი დანიშბულების ადგილას „ჩუსტი“. იგივე კადრში კარგად ჩანს, რომ ადამიანს, რომელსაც ნივთმტკიცება კასრიდან ამოაქვს ხელზე სპეციალური ხელთათმანი არ უკეთია.
საეჭვოა შსს-ს მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ნივთის ავთენტურობა. საუბარია საქაღალდეზე, სადაც შს სამინისტროს მტკიცებით ნაციონალური მოძრაობის ოპონენტების სია იყო მოთავსებული. საქაღალდეს დასათაურებულია როგორც „დასაჭერები“.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ ერთი საქაღალდე ჩანს. თუმცა ვიდეოს დეტალურად გაშიფვრის შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ შორი ხედით გადაღებულ მასალაში (01:54 ქრონომეტრაჟზე) წარწერა „დასაჭერები“ არ ჩანს. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ მარკერის შემჩნევა შორი კადრის შემთხვევაში, მისი მოახლოების შემდეგ შესამჩნევი უნდა ოყოს.
რაც შეეხება ახლო ხედს (02:16 ქრონომეტრაჟზე) კადრში კი წარწერა გარკვევით იკითხება.
„პრესა.ჯი“- აღნიშნული გარემოების გადამოწმებას შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეეცადა.
„გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“,- ასეთია ჩვენ კითხვაზე შს სამინისტროს პრესსამსხაურის უფროსის კომენტარი.
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციის მიღებას ითხოვს საზოგადოებრივი ინიციატივის ლიდერი ლაშა ფარულავა.
როგორც მან „პრესა.ჯი“-ს განუცხადა შს კოალიციას არ ეკონტაქტება და სავარაუდოდ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მათ წინა შეხვედრების მსგავსად არც ახლა მიიწვევენ.
ლაშა ფარულავა: აღნიშნულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და გამოძიების ობიექტურად დასრულების ინტერესიც საზოგადოების მხრდიდან დიდია. ჩვენი სურვილია მინისტრთან შეხვედრაზე სადაც როგორც ითქვა ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს უახლოეს დღეებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგენს ჩვენი წარმომადგენელიც დაეწროს. თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ შს სამინისტრო ჩვენ ორგანიზაციას არ წყალობს. დღეს შს სამინისტროში სხვა არასამთავრობოები არიან პრივილეგირებულთა სიაში. ალბათ ეშინიათ იმ მწვავე კითხვების რის დასმასაც ვაპირებთ.