მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს

  17:44:40     17-06-2013

„ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ მაჭავარიანმა და გიგი წერეთელი აცხადებენ შესაბამისი თხოვნით მათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს უკვე მიმართეს.

გიგი წერეთელი: „ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ დევნასთან და განადგურებასთან. ბოლო პერიოდში ამან მიიღო პერსონალური სახე და მდაბიო ადამიანებისთვის დამახასიათებელი კინკლაობის ფორმა. საუბარია მისი ოჯახის შევიწრობაზე, ამის გასაპრტოტესტებლად მას დაუწყია შიმშილობა და გვინდა მასთან შეხვედრა და მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თხოვნით.

მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით კი  მერაბშვილის უძრავ-მოძღავი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია  მისი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

 „გამოცხადდა, რომ ვანო მერაბიშვილის ამ ბარათს და უძრავ -მოძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების გარეშე დარჩა ოჯახი. რა თქმა უდნა ჩვენ დავეხმარებით მის ოჯახს მაგრამ ესეთი ტიპის გადაწყვეტილება უცნაურია. მე კიდევ მინდა დავადასტურო, რომ მიდის ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე, როგორც ჩანს ეს ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს ადამიანები არ ელოდნენ, რომ ჩვენ მერაბიშვილის დაპატიმრების მერეც ასე ვიქნებოდით ერთად. ამის გარდა მოგეხსენებათ ვანო მერაბიშვილი დაუკავშირდა ევროპარლამნტარს ლიზეკს, შეხვდა ჰამერბერგს და როგორც მოქმედი გენ მდივანი ის ითხოვს, რომ საინფორმაციო საშუალებებთან მას ჰქონდეს წვდომა. კანონმდებლობით აფსოლიტურად გაუგებარი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ ეს თურმე მისი კომპეტენია არ არის“,-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა