ვანო მერაბიშვილი შიმშილობს

  16:19:57     17-06-2013

საპატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი დილიდან შიმშილობს. როგორც „პრესა.ჯი“-ს  მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ყოფილმა პრემიერმა 2 მიზეზის გამო მიმართა.

გიორგი ჩივიაშვილი: როგორც იცით ბატონ მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი არ აქვს.  ის ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს საკანში ტელევიზორის დადგმას, რისი უფლებამ მას კანონით აქვს.  რაც შეეხება მეორე მიზეზს  ჩემმა კლიენტმა  ციხის ადმინისტრაციას მიმართა, რომ მისი ოჯახის წევრებზე გააკეთონ მინდობილობა, რათა მათ სახელფასო ბარათზე არსებული დეკლარირებული თანხებით სარგებლობის უფლება ჰქონდეთ. პასუხის მისთვის არც ამაზე გაუციათ.