4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით

  15:27:29     17-06-2013

ხელისუფლება სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავით ჯიჰადის სახელით გავრცელებული კადრების გადაფარვას ცდილობს?- ეს კითხვა მას შემდეგ ჩნდება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას დააკვირდებით.

ღარიბაშვილის უწყების  ინფორმაციამ რომლის მიხედვითაც სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული იყი ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომეტირებელი მასალები, საზოგადოებაში დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა.

უფლებადამცველი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ დღეს შს სამინისტრომ სპექტაკლი დადგა.

გიორგი ონიანი: აი ფანტაზია: 100 000 საქაღალდეში რა ინფორმაციაც ეტევა იგივე ეტევა 8 გეგაბაიტიან ჩიპზე. არჩევნების მოგების შემთხვევაში ნარკოტიკები რომელიც ს.ო.დ. ში ინახება ნეტა ვის ხელში იქნებოდა? თუ კასრში დაძველებულს სხვა გემო აქვს?  იარაღებს რაც შეეხება ნამდვილად შეიძლება ყოფილიყო დამარხული და ამ ხელისუფლებას, რომ ჭკუა ჰქონდეს ახალ სამალავებსაც უნდა აწყობდეს როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ყოველდღიურად არსებობს სიტუაციის ესკალაციის საფრთხე.  მთავარი: ეს ყველაფერი კეთდება იმის გადასაფარად თუ ვინ ატვირთა ის ორი კლიპი რომელმაც ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა!

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ონიანის მსგავსად  მუქარის შემცველი ვიდეომიმართვების საქმის გადაფარვას უკავშირებენ ყოფილი სამართალდამცავები.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, დღეს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში რომელზეც მათივე მტკიცებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალებია აღბეჭდილი, უამრავი უზუსტობა ფიქსირდება.  

წყარომ ვიდეოფირის გაშიფრვიდან დაასკვნა, რომ:

ტყული ნომერი ერთი:

„არცერთი ნივთი რომელიც ამ კადრებში ჩანს სახე შეცვლილი არ არის. ეს  ხდება მაშინ როდესაც შს სამინისტრო ირწმუნება, რომ  წინა ხელისფლებამ არნიშნული პლასმასის კასრები მიწაში დაახლოებით 8 თვის წინ, არჩევნებამდე განათავსა“.

ტყული ნომერი ორი:

„როგორც გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს არ არსებობს ჰერმეტიული დახურვა. კასრებს სახურავები ხრახნით ეხურება. შესაბამისად მიწის ქვეშ გამდინარე წყლები და ბუნებრივი ზემოქმედებით წყალი ჩავიდოდა. მაგალითად:  ხშირად გვინახავს ტყვიებით შეკრული ე.წ  „ცინკის ყუთი“  და ისიც კი ჟანგდება მიწაში რამდენიმე თვის სემდეგ“. რაც იმას ნიშნავს, რომ გერმეტულად დახურცის გარეშე კასრებში მოთავსებული ნივთები წყალს უნდა დაეზიანებინა და რადგანაც ნივთები დაზიანებული არ არის, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სამალავში 8 თვეზე ნაკლები დრო გაატარეს.

ტყული ნომერი სამი:

ვიდეო კასეტები რომელიც კადრებში ჩანს ციფრული ვიდეო ხასიათისაა, 8 თვის განმავლობაში კასრში მოთავსებისას ის მინიმუმ ისე დანესტიანდებოდა, რომ მასზე აღბეჭდილი ვიდეო მასალა არანაირად არ წაიკითხებოდა. მით უფრო რომ ამ ვიდეო კასეტებს ანოტაციაში პირდაპირ აქვს მითითებული რომ უვარგისია ნესტიან პირობებში.

ტყული ნომერი ოთხი:

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ  ყველა საგანი საგანგებოდაა გაპრიალებული. თითქმის არცერთს  ეტყობა, რომ ის ტყის პირობებში ინახებოდა“.

ზემოაღნიშნული „4 ტყუილი“ მეტყველებს, რომ სამალავში აღმოჩენილი ნივთები იქ ახალი ჩადებულია.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა რამდენად დიდია ალბათობა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩამარხული ნივთებს ნიადაგქვეშ შეენარჩუნებინათ პირვანდელი სახე და გეოლოგ ემილ წერეთელს დაუკავშირდა.

გეოლოგი აცხადებს, რომ თუ კასრი ჰერმეტულად დაცული არ იყო მასში მოთავსებული ნივთები მინიმუმ ორ-სამ თვეში გაფუჭდებოდა.

„თუ კასრი ჰერმეტულად არ არის დაცული, ტენიანობა მასში მოთავსებულ ყველა ნივთს მალევე გააფუჭებს. მაგალითად გამოდგება საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც ტენიანობის გამო ათეულობით წიგნი უვარგისია. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ამ ნივთებს მიწის ქვეშ, სადაც ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია“,- აცხადებს გეოლოგი.