ქორთოშიძე: მიკაელ კადიევი ლუკა კურტანიძეს და სხვა მოჭიდავეებს იცნობდა
14:45:22     14-06-2013
ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორი ზაურ ქორთოშიძე აცხადებს, რომ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაელ კადიევს იცნობს.
მისი თქმით, დაკავებული არა მისი არამედ მისი შვილის, თორნიკე ქორთოშიძის ბინით დაახლოებით 2-3 კვირა სარგებლობდა.
ქორთოშიძის ინფორმაციით, 2011 წელს მას დაღესტნიდან დაუკავშირდნენ მამის ახლობლები და სთხოვეს, რომ ფინანსური დახმარება გაეწია ახალგაზრდა მოჭიდავისთვის, რომელიც იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა.
სწორედ მაშინ შედგა შეხვედრა ზაურ ქორთოშიძესა და კადიევს შორის. რამდენიმე თვის შემდეგ ნათესავებმა კიდევ ერთხელ დაურეკეს ზაურ ქორთოშიძეს და სთხოვეს, რომ კადიევს ბინის დაქირავებაში დახმარებოდა. ქართოშანიძის ინფორმაციით, მაშინ კადიევი ფალავნთა კლუბში დადიოდა და ვარჯიშობდა. მას დროებით დაუთმეს ზაურ ქორთოშანიძის ვაჟის ბინა, რომელიც იმ დროისთვის დაკეტილი იყო. თავად თორნიკე ქორთოშვილი ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა.
"მან თორნიკეს სახლში, ჩიტაძეზე დაჰყო 2-3 კვირა. მე ვნახე 2012 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში სულ 20 წუთით. მიიყვანა ჩემმა მძღოლმა ბინაში, სადაც კონტროლდება ყველაფერი, აყენია სათვალთვალო კამერები და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აფიქსირებს. ჩვენ თუ ვიცოდით, რომ ეს ტერორისტი იყო ძებნილი, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი მიიყვანს ადამიანს ბინაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება?", - აცხადებს „თუშეთის“ დირექტორი.
ამასთან „ინტერპერესნიუსთან“ საუბრისას ქორთოშიძე ყვება, რომ მიკაელ კადიევი ლუკა კურტანიძეს და სხვა მოჭიდავეებს იცნობდა.
ქორთოშიძის თქმით, კადიევს სულ სამჯერ შეხვდა და ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან მოჭიდავეებს შორის კურტანიძე მოიხსენია, რომლებსაც იცნობდა.
"მითხრა რომ "ფალავანთა კლუბში" კურტანიძე და ვიღაც მოჭიდავეები ჩამოდიოდნენ და მათ იქიდან იცნობდა. ასევე მითხრა, რომ ისინი შეჯიბრებებს მართავდნენო", - განაცახადა ზაურ ქორთოშიძემ.
მისი თქმით, სამართლადამცველებმა მიკაელ კადიევთან დაკავშირებით კონტრტერორისტულ დეპარტამენტში შეკითხვები გუშინ დაუსვეს და მათაც უთხრა, რომ კადიევთან სულ სამჯერ იყო შეხვედრილი მამამისის ახლობლის თხოვნის საფუძველზე.
"ერთხელ მას მამაჩემის ახლობლის ახლობლის თხოვნის საფუძველზე თანხით დავეხმარე, ორჯერ კი თხოვნის საფუძველზე ბინის მოძებნაში გავუწიე დახმარება. სხვა შეხება მასთან არ მქონია. პირველად 2011 წელს შევხდი, ვაკეში, "ფალავანთა კლუბთან", სადაც მითხრა, რომ ვარჯიშობდა და მიკით გამეცნო" , - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.