
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას თვითმართველობის წევრების შანტაჟში ადანაშაულებს
13:57:01     13-06-2013
“საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების წინ, შსს-მ წამოიწყო საკრებულოს წევრებზე ზეწოლის, დაშინებისა და შანტაჟის აგრესიული კამპანია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით”,- აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ავრცელებს.
ოპოზიციას სამტრედიის თვითმმართველობაზე სპეცსამსახურების ზეწოლის შესახებ კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს.
„ნაც მოძრაობიაში“ აცხადებენ, რომ 11 ივნისს, სამტრედიის საკრებულოს თავმდომარემ ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა პოლიტიკური ზეწოლის გამო დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების წინ, კი ღარიბაშვილის უწყებამ წამოიწყო საკრებულოს წევრებზე ზეწოლის, დაშინებისა და შანტაჟის აგრესიული კამპანია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
„ზეწოლა გამოიხატება საკრებულოს წევრების თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავების, უკანონო დაბარებებში, დაკითხვებსა და შანტაჟში, რათა მათ ხმა მისცენ მთავრობისთვის სასურველ კანდიდატს რომელთაც კახი და კარლო კალაძეების კლანი დაასახელებს.
უმუშევრობის სწრაფი ზრდისა და ეკონომიკური ვარდნის ფონზე, "ქართული ოცნება" აგრძელებს სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსის თვითმმართველობების დაშინების და უკანონოდ დაუფლების მიზნით გამოყენებას. სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" ამ პროცესში აქტიურად ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები, რომელთა უშუალო მოვალეობა საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე დავუდგებით გვერდით საკრებულოს თითოეულ წევრს, რათა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მათი უფლებები იყოს უზრუნველყოფილი და საკრებულომ მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მისი წევრების უმრავლესობის ძალდაუტანებელი პოზიციით იქნება განპირობებული"- აღნიშნავენ პარტიაში.
ამასთან ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს გულგრილობაში ადანაშაულებს. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრები უსუფაშვილისგან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარითა და წევრებით, დაინტერესებას მოითხოვენ. რადგან ნაცმოძრაობის ინფორმაციით მათზეც ხორციელდება შანტაჟი და ზეწოლა.
"სამწუხაროდ, მან ჯერაც ვერ გამონახა დრო ამ შეხვედრისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თვითმმართველობებზე შეტევის მთავრობის მიერ მიიჩნევენ პარტიაში.