
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
15:20:43     12-06-2013
„ყურადღებას იმსახურების "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ქ-ნი ევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში სადაც იღებდა ანაზღაურებას, ხოლო კახა სოფრომაძე იყო ქართული ოცნების პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოიპოვეს ქართული ოცნების მიერ შერჩეული ექვსი პიროვნების სია, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
როგორც პარტიაში განმარტავენ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ვენეციის კომისიის და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.
„კონსულტაციის მიზანს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა. ნაციონალური მოძრაობა მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში თუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოხდებოდა შეთანხმება ორ კანდიდატურაზე, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი.
ამასთან, წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად შესთავაზა 10 კანდიდატურა. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა კონსულტაციებზე და შეთანხმებაზე.
ყურადღებას იმსახურების "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ქ-ნი ევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში სადაც იღებდა ანაზღაურებას, ხოლო კახა სოფრომაძე იყო ქართული ოცნების პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოიპოვეს ქართული ოცნების მიერ შერჩეული ექვსი პიროვნების სია, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა.
ამავე დროს ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული იყო იურიდიული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პოლიტიკურად არააფილირებული პიროვნებები როგორებიც არიან ზურაბ ძლიერიშვილი (წარდგენილია "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ), მაია სულხანიშვილი, უზენაესი სასამაღთლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი გოგიაშვილი სააპაელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა დვალიძე ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დავით კერესელიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი (ასევე მხარდაჭერილი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ)",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში