შარაშენიძე: მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება და მომხდარის სააკაშვილისთვის დაბრალება

  17:15:25     11-06-2013

ავღანეთში ქართველი სამშვიდობო ძალების  ყოფნა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაწერეს, რათა ამით კიდევ უფრო მეტად მოეხდინათ ამ საკითხის დისკრედიტაცია“,- ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანაზე დაწყებულ მსსჯელობას.

„პრესა.ჯი“ ექსპერტს მიმდინარე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

- „Youtube“-ზე მუქარის შემცველი ვიდეოების წარმომავლობის დადგენის აუცილებლობაზე ორივე პოლიტიკური ძალა საუბრობს, თუმცა ამ მიმართულებით საჯაროდ არაფერი ისმის, თქვენი აზრით ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელება?

- თუ ვისმსჯელებთ ზედაპირულად ეს კადრები გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია. ორი მიმართულებით წავიდა სამუშაოები პირველი: მოსახლეობის დაშინება, რასაც მიაღწეიეს და მეორე მთლიანად ავღანეთში მომხდარი დააბრალეს სააკაშვილს რომელიც პოპულარობის თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია.

- “კავკაზცენტრის” ექსპერტების განცხადებით გავრცელებულ კადრებს საერთო არ შეიძლება ჰქონდეს, ავღანელებთან  რადგან  ეს არც არაბული და არც ავღანური სტილი არ არის... თქვნი აზრით მუქარის შემცველი ვიდეო საქართველოში დამზადდა?

- საქართელოში ბევრმა ისწავლა პიარი, პოროფესიონალურად მონტაჟი, ამიტომ 90 % - იანი ალბათობით კლიპი საქართველოშია დამზადებული.

- საზოგადოების ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირებაზე ალაპარაკდნენ...

- იცით, რომ ეს მისია დასასრულს უახლოვდება,  ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ჩატარდეს მოკვლევა იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ ზედიზედ ორი ტერაქტის განხორციელება.

- ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დღესაც არ დაესწრება, თქვენი აზრით რატომ არ მიდის პრემიერი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სხდომაზე?

- პრემიერსა და პრეზიდენტს შირის კვლავ არსებობს სერიოზული პრობლემა ურთიერთობებში. ჩემი აზრით, უშიშროების დღევანდელ სხდომაზე პრემიერის ყოფნა არა თუ სასურველი არამედ აუცილებელია, რადგან საქმე ეხება ისეთ თემებს, როგორიც ტერორიზმია, მათ შორის საზღვრის გადმოწევის საკითხიც დაისმევა ალბათ. ამ თემებზე ორივე პოლიტიკური გუნდის ლიდერმა ერთად უნდა იზრუნოს. ამასთან როგორც იცით ბოლო 8 თვეა პოლიტიკას ძირითადად პრრემიერი წარმართავს, პრეზიდენტმა საკუთარ თავზე უცხოეთში ვიზიტები აიღო, ამიტომ დაესვა ბატონ ბიძინას საკითხი, რა სარგებელი მოიტანა სააკაშვილის უცხოეთში ვიზიტებმა მისთვისაც საინტერესო თემა იქნებოდა. ჩვენი პირიორიტეტი თუ დასავლეთია ერთად უნდა დასახონ გეგმა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას სააკაშვილის ავტორიტეტი ქვეყნის სასიკეთოდ.