ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დღესაც არ დაესწრება

  13:42:57     11-06-2013

საქართველოს პრემიერ მინისტრისძთვის პრეზიდენტის მიერ დღეს მოწვეული უშიშროების სხდომა უინტერესოა.

ბიძინა ივანიშვილი: „აისაფის და კლიპი რომ დაიდო, ის საკითხები განიხილება, ჩემთვის, მგონი არცერთი საკითხი არ არის საინტერესო ამ ეტაპზე, რომ ამ შეკრებაზე წავიდე. მაგრამ იქ მიდის ღარიბაშვილი, ალასანია, ფანჯიკიძე, მას აქვს ყველაზე დიდი ინტერესი და შეკითხვები, რამეთუ გაუგებარია, რატომ არ თანამშრომლობს ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ალასანიას ექნება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ "პრეზიდნეტმა ლამის ერთი თვის ადრე განაცადა, რომ ავღანეთში ჩადის. ასევე ღარიბაშვილს ექნება იმ კლიპთან დაკავშირებით საუბარი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების“.

 ივანიშვილის თქმით,  ის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მაშინ წავა, როდესაც დარწმუნდება, რომ საბჭო მხოლოდ შეკრებისთვის არ იკრებება.

 „ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ქმედითუნარიანია ეს სისტემა და საკითხები იყოს იქ ისეთი, რომ აუცილებელი იყოს მისვლა“,- განმარტავს პრემიერი.

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა დღეს მოიწვია. დღევანდელი საბჭოს ხდომის საკითხები ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმას, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებასა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოებას შეეხება.

უშიშროების საბჭოს სხდომა ბოლოს 5 ივნისს გაიმართა, პრემიერ–მინისტრი შეხვედრას მოუცლელობის გამო მაშინაც არ დაესწრო.