ვინ არის დავით გელაძე, მოძალადე მაღალჩინოსანი და შურისმაძიებელი მამა?

  12:37:15     11-06-2013

საზოგადოების მხრიდან პრესა.ჯი-ზე გუშინ, შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით გელაძის მიერ 18 წლის გიორგი სვანის დაჭრის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რის გამოც ჩვენმა გამოცემამ  გელაძის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება გადაწყვიტა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წლის წინ დავით გელაძეს ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ტოტლიზატორ „კრისტალში“ ცივი იარაღით შვილი მოუკლეს. მაშინ მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად კახა გოგიჩაიშვილი დასახელდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში კახა გოგიჩაიშვილი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარს მალევე მიეცა შურისძიების კვალიფიკაცია. გოგიჩაიშვილების ახლობლები აქტიურად საუბრობდნენ, რომ პატიმარი პოლიციის მაღალჩინოსანის დავალებით ჩამოახრჩვეს.

ცნობისთვის, კახა გოგიჩაიშვილი ლევან გოგიჩაიშვილის ძმაა, რომელმაც  საბყრობილე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემმდეგ პოლიტ დევნილის სტატუსით მალევე დატოვა. ის სასჯელს სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე ახალლგაზრდა პიროვნების დაჭრისთვის იხდიდა.

18 წლის ახალგაზრდის მკვლელობის მცდებლობაში ეჭვმიტანილი გელაძის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, „პრესა.ჯი“-მ მისი ფინანსური დეკლარაცია მოიპოვა, რომელიც დავით გელაძემ 2012 წლის 13 ნოემბერს შეავსო.

პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას ყავს მეუღლე ბელა რაჭველიშვილი.

გრაფაში „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება“ დავით გელაძე უთითებს ბინასა და ავტოფარეხს რომელიც  ჭავჭავაძის გამზირი #37დ, ბ. 33 - ში მდებარეობს, ბინის საერთო ფართობი - 150.0 კვ.მ-ს შეადგენს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ დავით გელაძის კუთვნილებაშია მსუბუქი ავტომანქანა „hiundai-Ix35, 2011“. მის მეუღლეს კი peugeot-206 ეკუთვნის.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით გელაძეს „ლიბერთი ბანკში“ აქვს ანგარიში გახსნილი გრაფაში „ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა“ მითითებულია სახელფასო, დეკლარაციის შევსების დროს ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი 0.00 GEL-ს შეადგენდა. სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უფროსი ინსპექტორად მუშაობის დროს გელაძეს 8700.00 ლარი მიუღია. ცნობისთვის 11 გვედრიან დოკუმენტიდან 6 გვერდი მონაცემებს არ შეიცავს.

რაც შეეხება კონკრეტულად ინციდენტსა და 18 წლის გიორგი სვანის დაჭრის ფაქტს, „პრესა.ჯი“ „პლეხანოვზე“ მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარის მიღებას შსს-სგან ორი დღეა ცდილობს, თუმცა პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჟურნალისტებს გაურბის დაჭრილი გიორგი სვანის ოჯახიც. დაზარალებულის ოჯახის ახლობელი, ინკოგნიტო წყაროს ცნობით კი, დაზარალებულის  ოჯახში მამაოები მიდიან და არწმუნებენ ოჯახს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვონ.