
პრემიერი წავიდა, პრეზიდენტი ბოლომდე დარჩა - სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში (ვიდეო)
10:52:04     10-06-2013
სამების საკათედრო ტაძარში, ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამებაში პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობის წევრები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა შედარებით მალე დატოვა სამების საკათედრო ტაძარი. ეს მაშინ, როცა 7 ქართველ გმირ ჯარისკაცს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პატივი ბოლომდე მიაგო და დაღუპულთა ტაძრიდან გამოსვენების პროცესს დაესწრო. ჯარისკაცები თავიანთ სახლებში გადაასვენეს.