ჯარისკაცის წერილი ავღანეთიდან: „მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები“

  18:40:14     07-06-2013

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ქართველი ჯარისკაცის წერილი ავღანეთიდან.

"ისინი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ!!!

ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს!

მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით...

მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები..

ეს თქვენ, უბრალო ადამიანები აღიქვამთ ასე სხვანაირად, ემოციურად ამ ყველაფერს, რადგან ქართველები ცოტანი ვართ, თორემ იქ ყოველდღე ერთი ამერიკელი მაინც იღუპება. უბრალოდ ამაზე იქ, საქართველოში, არავინ ლაპარაკობს.

აქ, ჩვენთან ახლოს, არის ქალაქი სანგინა, სადაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება ხდება და უმსხვერპლოდ არ მთავრდება...

არ ვიცი, ვიდეოჩანაწერის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ და ვერც იმას ვიტყვი, რომ სიმართლეა, მაგრამ როგორც ავღანელებისგნა ვიცი, ამას სასულიერო პირი აცხადებს, ანუ ის მოუწოდებს ყველა მუსლიმს... გარდა ამისა, მათ სხვანაირი პრინციპები აქვთ და პიროვნება, რომელიც ჯიჰადს აცხადებს, არ დაიმალებოდა...

დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ!

ჩვენ ოკუპანტები არ ვართ.

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...!",- აღნიშნულია წერილში.