
ქართველების ჰომოფობიური და რასისტული კომენტარები რასმუსენის "კედელზე"
10:14:10     07-06-2013
გუშინ, ავღანეთში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს, "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე ლანძღავენ. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეთა ნაწილი, არაკორექტული, ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩევა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების შესახებ, პრორუსმა ქართველებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, ავღანეთიდან ქართული საჯარისო კონტიგენტის გამოყვანისა და ანტიდასავლური პრობაგანდა დაიწყეს.
მაგალითისთვის: უშიშროების ყოფილი მინისტრი და ივანიშვილის მხარდამჭერი, მეტსახელად "ატვიორკა" ვალერი ხაბურძანია, რომელიც ღიად გამოხატავს კრემლის ინტერესებს, ამბობს, რომ "საქართველომ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო მისია, უარი თქვას ნატოზე და დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან".
ხაბურძანია, რომელსაც არასოდეს გაუპროტესტებია ჩვენი ქვეყნის ტეროტირიებზე რუსი ოკუპანტების მოროდიორობა, ურცხვად იყენებს დაღუპული გმირების სისხლს და პრო-ოკუპანტური პოლიტიკის განხორციელებას ცდილობს.
"პრესა.ჯი" გთავაზობთ საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კომენტარს, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.
Tamuna Tabukashvili: "რასმუსენ!!! შენ ჩათვალე რომ მკვდარი და მძორი ხარ სააკაშვილთან ერთად!!! არ შეგარჩენთ არცერთ წვეთ სისხლს და არცერთი ჩვენი ვაჟკაცის სიკვდილს!!! მერე სამძიმრის წერილს გავუგზავნით ამერიკაში შენს პრეზიდენტს და ამერიკელმა ხალხმა გიგლოვოს! ჩვენ კი ვიზეიმებთ, რომ შენნაირ სატანას მოვიშორებთ საქართველოდან!!!"
გიორგი დავითის ძე ყეინოშვილი: "NATO მოგი...ნთ დედები. მეორე ხარისხოვანი ადამიანები გგონივართ და თქვენი დედები მოვტ..ნ პირველ ხარისხში!!!!!!!!"
Tamuna Tabukashvili: "ჩვენ ქართველები ვართ რასმუსენ!!! შენ რაღაც შეგეშალა და იმ ველურ ქვეყნებს, ვინც ჩვენს გამოყენებას ცდილობს!!! ჩვენ თითოეული ქართველის სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიღირს, თქვენგან ველურებისგან განსხვავებით!!!
არ მოგცემთ უფლებას ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეწიროთ თქვენს დამპალ ამბიციებს! ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს არცერთ ქვეყანასთან! ჩვენ ქართველები ვართ და მშვიდობის მოყვარული ერი ვართ! დაიმახსოვრეთ ველურო ამერიკელებო! თქვენ რომ კოლუმბმა ჯუნგლებში აღმოგაჩინათ, ჩვენ მაშინ საკუთარი დამწერლობა და კულტურა გვქონდა!
თქვენ კი ყველა მანდ გამოქცეულს, რაღაც მოჰპარეთ! ამიტომაც ხართ ცივსისხლიანები! ამიტომ არ გენანებათ არც ერთმანეთი და არც სხვა ერის შვილები! თქვენთვის ღირებული მხოლოდ დაპყრობითი ამბიციაა და მსოფლიო ბატონობა! ჩვენთან კი ეს არ გაგივათ! დაიმახსოვროს მთელმა მსოფლიომ ჩვენ ქართველები ვართ!!!
ქართველები, რომლებიც არაფრის და არავის გამო არ გაჰყიდის არაფერ ეროვნულს! დამთავრდა ნაცების პარპაში საქართველოში ქართველი ხალხის ნებით და მასთან ერთად, თქვენი მისიაც დასრულდა საქართველოში! ნუ გაგვამწარებთ, თორემ ქუდზე კაცი გამოვალთ და დაგანახებთ რა შეუძლია იმ პატარა ერს, რომელსაც უამრავი ბრძოლა გადაუტანია და საქართველო გადაურჩენია გადაჯიშებისაგან! გვიფრთხილდით!!! ჩვენ ქართველები ვართ!!!!!!!!!!!!!!!!!"
Tata Japaridze: "არ გვჭირდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მკვლელი NATO!!!! ქართველები არასოდეს არ იყვნენ დამპყრობლები და ამ სისხლიან მისიაში ჩვენ არაფერი გვესაქმება!!!"
shota balarjishvili: "ნატო–ს დედაც მოვტ..ნ ! ! ! კიდევ რამდენი გინდათ? კიდევ როდემდე გინდათ? გაიკეთეთ MAP-ი უკან, თქვენი დედაც მო...ნ, ანდერს ფოგ რასმუსენ – შე ყ... შენა ! ! !"
P.S: სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, ნატოს გენერალური მდივნის "კედელზე" ჰომოფობიური და რასისტული კომენტარები დაწერეს.
არჩევნების შემდეგ, რასმუსენმა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და ძალადობის გამო გააკრიტიკა. საპასუხოდ, "მეოცნებეებმა", რასმუსენის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე არაკორექტული, რასისტული და ჰომოფობიური კომენტარები დატოვეს.
"მეოცნებეთა" კომენტარების შესახებ განცხადება თავად გენერალურმა მდივანმაც გააკეთა. მან, "ქართული ოცნების" აქტივისტებს მოუწოდა, კომენტარები ოფიციალურ ენაზე: ფრანგულად ან ინგლისურად დაწერონ. "რადგან მე ქართულად კითხვა არ შემიძლია", - თქვა მაშინ ანდერს ფოგ რასმუსენმა.