
ჯიჰადი საქართველოს წინააღმდეგ - ვინ და რატომ გაავრცელა სკანდალური ვიდეო YouTube-ზე
13:50:31     06-06-2013
YouTube-ზე, მომხმარელბელის Hammad Zaman-ს სახელით სკანდალური ვიდეო რგორლი ვრცელდება. ვიდეო შეიცავს მუქარას ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები. ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.
"საქართველოს პრეზიდენტი ეხმარება ამერიკას ჩენი ცოლებისა და შვილების მკვლელობაში", - ნათქვამია ვიდეოში. მომხმარებელი რომელმაც ქართული არმიის წინააღმდეგ მუქარისშემცველი ვიდეო რგოლი გაავრცელა YouTube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირდა. ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა 3 წუთი და 44 წამია.
თუმცა, ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ეს ვიდეო შესაძლოა სპეციალურად იყოს გავრცელებული, რათა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანა "გააპრავოს". ვიდეოში ერთი საშიში მინიშნებაცაა. ვიდეოს მიხედვით, გამორიცხული არ არის ტერაქტი პრეზიდენტ საკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც "აპრიორი თალიბებს დაბრალდებათ"...