
კარასინი: ყველაფერი, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რუსი მესაზღვრეები აკეთებენ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით კეთდება
16:20:23     30-05-2013
საანგენტოს ცნობით: "შეხვედრაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული და ვეხებით მხოლოდ იმ სფეროებს, სადაც რეალური საკითხების წინსვლისთვის რაიმე ზომების მონახვაა შესაძლებელი", - განაცხადა კარასინმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ყველაფერი, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეები აკეთებენ, რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი ბრძანებით კეთდება, რამდენადაც ისინი იქ ორმხრივი სახელმწიფოებრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 5 ივნისს გაიმართება.
"პრესა.ჯი": შეგახსენებთ რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიცთან ოკუპაციის ხაზი 300 მეტრით გადმოწიეს. პრემიერი ივანიშვილი ამ თემაზე საუბარს გაურბის. ის, ფაქტობრივად, მედიას ემალება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა კი განაცხადა, რომ რუსებს 200-300 მეტრის გამო ომს ვერ გამოუცხადებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, "ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა, რუსი მესაზღვრეების ეს ქმედება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ბრძანება".
კარასინმა დაადასტურა რომ მცოცავი ანექსია რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ხდება. მისი თქმით, ყველაფერი, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხდება, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით კეთდება.