კალმახის უხა
12:38:19     19-01-2011
მასალა:
კალმახი - 2 ცალი
ხახვი-1 ცალი
ზეითუნის ზეთი
კარტოფილი-1 ცალი
სტაფილო-1 ცალი
პომიდორი-1 ცალი
ოხრახუში
წიწაკა-1 ცალი
პილპილი
ლიმონი-1 ცალი
კამა
ხახვის ერთ დიდ თავს ვთუშავთ ზეითუნის ზეთში, ვამატებთ ნახევარი ლიმონის წვენს და მარილს. მოთუშვის მერე ვასხამთ ადუღებულ წყალს, ვყრით კუბიკებად დაჭრილ ერთ დიდ კარტოფილს და ერთ სტაფილოს, დაჭრილ ოხრახუშს, დაჭრილ მწარე წიწაკას, ცოტა პილპილს. ვიღებთ ორ კალმახს, ვჭრით შუაზე, ვასუფთავებთ ლაყუჩებისგან, კარგად ვამარილებთ და ვაწურავთ ნახევარ ლიმონს (ლიმონის წვენი კრავს ცილებს და ხარშვისას კალმახი არ დაიშლება) ვაჩერებთ ბოსტნეულის მოხარშვამდე. 70 % რომ მოიხარშება კარტოფილი და სტაფილო, ვყრით კალმახებს და კუბიკებად დაჭრილ ერთ პომიდორს. ვხარშავთ 15 წუთი. ვამატებთ მარილს გემოვნების მიხედვით და ვაყრით დაჭრილ კამას.