![ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს მკვლელობებში ადანაშაულებენ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს მკვლელობებში ადანაშაულებენ](http://presa.ge/img/multimedia/a24842.jpg)
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს მკვლელობებში ადანაშაულებენ
12:51:27     29-05-2013
სოციალურ ქსელებში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებზე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. უმნიშვნელო შემოკლებით გთავაზობთ ამ ინფორმაციას.
"ეს ფაქტი მოხდა თელავში, მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის თამაზაშვილის (ღარიბაშვილის სიმამრი) ამ პოსტზე მოღვაწეობის პეროდში.
თამაზაშვილის ქალიშვილის ნუნუკა თამაზაშვილის (მინისტრ ღარიბაშვილის მეუღლე) კლასი აღნიშნავდა სკოლის დამთავრების ბანკეტს თელავის ერთ-ერთ დიდ რესტორანში.
თამაზაშვილის ბრძანებით რესტორანი დაიკეტა სხვა კლიენტებისათვის, რათა უცხო ხალხს ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეეშალათ დროსტარებაში.
რაღაც დროის შემდეგ, რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილი (ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი კოალიციიდან "ქართული ოცნება" ), რომელმაც სცადა რესტორანში შესვლა, თუმცა დაცვამ არ გაატარა.
ამავე დროს რესტორანთან მოვიდა სხვა მოქალაქეთა პატარა ჯგუფი იმავე მიზნით, დაცვამ არც ისინი შეუშვა. ამ მიზეზის გამო ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში ლექსო თამაზაშვილსა და ახლად მოსულ მოქალაქეთა ჯგუფს შორის.
ამ სიტუაციას შეესწრო კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, სიმონიშვილის პირადი მძღოლი, რომელმაც ინცინდენტში მონაწილეებს შორის ამოიცნო თამაზაშვილის ვაჟი, ლექსო და გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩხუბის მონაწილეები დაეშორიშორებინა და შუაში ჩამდგარიყო.
ასეც მოიქცა და უცნობები გაიყვანა მოშორებით. ამასობაში, ლექსო თამაზაშვილმა ჯიბიდან ამოიღო ე.წ "ლიმონკა" და მათი მიმართულებით ისროლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სიმონიშვილის პირადი მძღოლი, დაშავდნენ ადამიანები.
აფეთქების ხმაზე შიყარა ხალხი. ამ სიტუაციის თვითმხილველია უამრავი ადამიანი, თამაზაშვილის ქალიშვილი, მისი კლასელები... იმისთვის, რომ ლექსო თამაზაშვილის დაკავება არ მომხდარიყო, დაიწყო ფაქტების დამახინჯება, მიჩუმათება, მიჩქმალვა.
თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი - იეზიდი ეროვნების კახეთის მაცხოვრებელი, სრულიად უპატრონო, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი, პატრონი და განმკითხავი.
პოლიციამ "დაკითხა" დაკავებული და თან ისე "დაკითხა", რომ ის, უბრალოდ ხელში შემოაკვდათ. დაიდგა სპეკტაკლი - ვითომ ცოცხალი ეჭვმიტანილი გადაჰყავდათ თელავის წინასწარი დაკავების საკნიდან ყვარლის პოლიციის შენობაში და თითქოს მათ გზაზე გადაუდგნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები და "მკვლელი" ჩაქოლეს.
სინამდვილეში ის "ეჭვმიტანილი" უკვე მოკლული იყო პოლიციელების მიერ "დაკითხვისას". იმისათვის, რომ მოკლული მძღოლის ნათესაობა ჩუმად ყოფილიყო, თამაზაშვილმა არა მხოლოდ დააშინა, არამედ გარკვეული კომპენსაციაც გადაუხადა - აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები სრულიად აიღო საკუთარ თავზე.
თამაზაშვილი ახლახან გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად ციხიდან, რამოდენიმე წლის წინ იყო გასამართლებული ავტომატის უკანონო ტარებისათვის.
მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს სიმამრის რეაბილიტაციას, თითქოს და მის სიმამრს იარაღი უკანონოდ ჩაუდეს და უნდა აღადგინოს სამართლიანობა.
სამართლიანობის აღდგენას ხომ არ დაიწყებდა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გასამართლებით, მისი ორი ახლო ნათესავი 2 ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე და მისი მეუღლე მინიმუმ ერთი მკვლელობის მოწმეა.
ხომ არ დაიწყებდა მინისტრი ღარიბაშვილი სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ნათესავების და ოჯახის წევრების სამაგალითო დასჯით? რითაა ეს კრიმინალური ეპიზოდი რობაქიძისა თუ გირგვლიანის საქმეზე ნაკლები?".
"პრესა.ჯი" კომენტარისათვის შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს. "ეს არის ცილისწამება და შავი პიარი", - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.