ამნისტირებულმა პატიმარმა თანასოფლელი მოკლა

  11:32:46     29-05-2013

ამნისტირებულმა პატიმარმა სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში 40 წლის ნიკოლოზ მენთეშაშვილი მოკლა. პოლიციის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელი, ადრე მკვლელობისთვის ნასამართლევია. მან მენთეშაშვილს დანით რამდენჯერმე მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი საავადმყოფიში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო ეჭვმიტანილის დაკავება. ის, დანაშაულის ჩადენისთანავე მიიმალა. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული. თანასოფლელთა განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან. ის სასჯელს მკვლელობის მუხლით იხდიდა. 

შეგახსენებთ, რომ ბესელია-კაკაბაძის ორგანიზებით მასობრივი ამნისტია განხორციელდა. ციხეები დატოვეს მძიმე დანაშაულობებისთვის მსჯავრდებულმა პატიმრებმა. მათ მიერ ციხიდან გათავისუფლებულმა პატიმრებმა კი ათეულობით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორის, არასრულწლოვანთა გაუპატიურება და მკვლელობები, დამამძიმებელ გარემოებებში.