
ვაშაძე ბოიკოტს არ გამორიცხავს
12:35:44     28-05-2013
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს. როგორც „პრესა.ჯი“-ს უმცირესობის წევრმა განუცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ " საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართა.
გირგი ვაშაძე: დღეს 14:00 საათზე, საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან გაიმართება საპროტესტო აქცია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების რეპრესირება და შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოიძიება.
გამოძიებას ხელს არ უშლის ვანო მერაბიშვილის ციხეში ჯდომა ან არ ჯდომა. უბრალოდ მისი პატიმრობაში ყოფნა არის სუფთა პოლიტუკური გადაწყვეტილება.
- საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება, შესაძლოა თუ არა ბოიკოტი გაგრძელდეს?
- საქართველოს ხელისუფლებამ, პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე დააპატიმრა მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. ეს მძიმედ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ საგენგებო რეჟიმში აგრძელებს მისი ფუნქციის შესრულებას.
დღეს, საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო პროკურატურასთან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გავმართავთ. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. რაც შეეხება თქვენ კითხვას, პარლამენტისთვის ბოიკოტის შესახებ, ამაზე პარტიაში არ გვისაუბრია, თუმცა არაფერია გამორიცხული.
- "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დავით უსუფაშვილს ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ნებართვის გაცემის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
- მოგეხსენებათ, რომ ბატონი მერაბიშვილი პარტიის გენერაულირი მდივნის პოზიციაზე კვლავ რჩება, ამიტომ საჭიროა მასთან გარკვეული კონსულტაციების გამართვა. მივმართეთ ბატონ დავითს შესაბამისი ნებართვით, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გამოხმაურება ამ დრომდე არ მომხდარა.
- შეიცვალა თუ არა, პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენის გეგმა მერაბიშვილის დაკავების შემდეგ?
ჩვენ ვაპირებდით, პრაიმერში ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის დაყენებას. დღეს კი მომხდარის გამო გვიწევს განსხვავებულ რეჟიმში მუშაბა, ამიტომ მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვყალიბდებით ვინ ან რა მეთოდით დასახელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატად.