
ივანიშვილი სტვენითა და შეძახილებით გააცილეს
11:05:31     27-05-2013
ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღების მონაწილეებს 20 -მდე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
აქციის მონაწილეებმა, წვეულებაზე მისული მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, სტვენისა და შეძახილების ფონზე გააცილეს.
ახალგაზრდებმა, ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პირადი პატიმარი უწოდეს და ბიძინა ივანიშვილს მისი გათავისუფლება მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის მიზანი საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ შეთრევაა.
„ივანიშვილი, ევროპას დემოკრატიით გაკვირვებას ჰპირდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ბინძური შურისძიებით აკვირვებს“, - აცხადებდნენ ისინი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში. დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეც.