
დიმიტრი შაშკინი: დღეს საქართველოში „აბიჟნიკების“ დრო მოვიდა
15:09:16     23-05-2013
თავადაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის ვანო მერაბიშილის დაკავების შესაძლო შედეგებზე დღეს ITV-ს მეედიაკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
შაშკინის შეფასებით, მერაბიშვილი დიდი წონის პოლიტიკოსია და მისი პოლიტიკური სცენიდან მოხსნა მარტივი არ არის.
დიმიტრი შაშკინი: „ნურავის ჰგონია, რომ 2 თვიანი დაკავებით, შესაძლებელია მსგავსი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანის პოლიტიკური არეალიდან გაქრობას შეძლებენ.
რაც შეეხება მის დაკავებას მამაჩემი, რომელიც პროკურორი იყო ხშირად ხუმრობდა რომ ნებისმიერი ადამიანის დაჭერაა შესაძლებელი, გარდა 14 წლამდე მოზარდების. ამიტომ როცა არსებობს პოლიტიკური დაკვეთა ნებისმიერი ადამიანის დაჭერა შეუძლიათ მათ შორის ჩემი და გიგი უგულავას ჩათვლით“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მმართველ ძალას ოპონენტების დაჭერის ნაცვლად ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
„ჩემი გამოცდილებით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია ეკონომიკის კუთხით. ამიტომ ეს და შესაძლო დაჭერები გააუარესებს მოასახლეობის ფინანსურ მდგომარეობას.
ჩვენი ეკონომიკა არის იმიჯზე აგებული, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციური ძალის ლიდერს აკავებს, ბიზნესმენს ექმნება იმის შიში, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ახალი დაჭერების ციკლი დაიწყება. თუ მერაბიშვილის, გიგის ან ჩემი დაკავებით თქვენ უფრო მდიდრები გახდებით ამ საქციელზე შესაძლოა იკამათო“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
„პრესა.ჯი“ ცნობილი დაკავებების პოლიტიკური შეაფასებებითაც დაინტერესდა, როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში „აბიჟნიკების“ დრო მოვიდა.
„ბუნებრივია 9 წლის განმავლობაში, ხელისუფლემაში ყოფნისას ბევრმა ჩვენთაგანმა, მათ შორის ჟურნალისტებმაც აწყენინეთ ვიღაცებს, მაგრამ თუ ჩვენ ამ აბიჟნიკობას გადავაყოლებთ ქვეყანას მივიღებთ ძალიან ციუდ შედეგს“,- განმარტა შაშკინმა.
ჟურნალისტები ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის შეფასებითაც დაინტერესდნენ.
კითხვაზე რამდენად რეალურია ის მოსაზრება, რომ მერაბიშვილსა და ახალაიას შორის შიდა-ბრძოლა მიმდინარეობს შაშკინმა განმარტა, რომ დაპირისპირება ხდება მაშინ როდესაც ორი ან მერტი ადამიანის პოლიტიკური წონა თანაბარია.
„ამ შემთხვევაში ბაჩოს წონა არათანაბარია მერაბიშვოლის წონასთან.“,- განმარტა მან.