
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
17:19:49     22-05-2013
ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესის დაწყებამდე, ინციდენტი მოხდა უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, ლევან ბეჟაშვილსა და იმერეთის პოლიციის ხელმძღვანელებს შორის.
დარბაზში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გარდა, კაკაბაძე-ბესელიას მიერ პოლიტპატიმრებად შერაცხული პირები იმყოფებიან, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ უმცირესობის წევრებს. პოლიციას კი არ ჰყოფნის გამბედაობა მეოცნებე აქტივისტების ხულიგნობა აღკვეთოს.
სასამართლო მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა სახის აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენოს ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი ელჩის მიმართ. პროკურატურა მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილისთვის 2 თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
პოლიტიკურ იარაღად გადაქცეულ პროკურატურას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები. ადვოკატთა თქმით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი უადანაშაულოები არიან და მათი დაკავება პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს, მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ.
p.s: სასამართლოს დარბაზში გადაღებულ ფოტოებს დეპუტატი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქით" ავრცელებს.