პრეზიდენტის მიმართვა პრემიერს

  12:38:29     22-05-2013

პრეზიდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ ივანიშვილისადმი მიმართვას ავრცელებს.  

"უნდა გვესმოდეს, რომ თუ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პატიმრობაზე, ეს ჩვეულებრივი იურიდიული აქტი კი არა, ქვეყნის სრულიად ახალ რეალობაში გადაყვანა იქნება.

შარშან ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი და მშვიდი გადაცემა არჩევნების გზით. ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შანსი გავმხდარიყავით სრულფასოვანი, წარმატებული დემოკრატია. დღეს, გაჩნდა საფრთხე ამ რეგიონის რიგით ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების, რაც ეჭვის გარეშე ქვეყანას მრავალი წლით დახევს უკან, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობების მხრივ.

მივმართვ მთავრობას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, კარგად დავუფიქრდეთ ასეთი ნაბიჯების შედეგებს და ნუ დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს დარტყმის ქვეშ", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.