
ჩხრეკის შედეგად, მერაბიშვილის სახლიდან 5 ათასი ლარი ამოიღეს
21:16:16     21-05-2013
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის სახლიდან პოლიციამ 5 ათასი ლარი ამოიღო. "ვანო მერაბიშვილის სახლიდან პოლიციამ 5 ათასი ლარი ამოიღო. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჩხრეკა ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ადვოკატმა.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრიაშვილის ქუჩაზე, მეგობრის, ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის სახლში ცხოვრობს. მის სახლთან ამ წუთებში მერაბიშვილის ნათესავები და მეგობრები არიან შეკრებილნი. მათ შორისაა ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მერაბიშვილის სახლში გამომძიებლებმა რამდენიმე ასეული ათასი ევრო იპოვეს, რაც სიცრუე აღმოჩნდა.