ადვოკატი: მერაბიშვილს ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნის

  18:33:54     21-05-2013

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. თუმცა მას ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნის. დაკითხვის დროს საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ მოხვდნენ 70 წლის პირები დასაქმებულთა სიაში," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ, 17 მაისის ძალადობის, წარუმატებლობის, შეუსრულებელი დაპირებების, გაუქმებული სამუშაო ადგილების გადასაფარად, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ივანიშვილის ბრძანებით, ოპოზიციის ლიდერი და კახეთის მოქმედი გუბერნატორი დააკავეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. 

"მშვიდობით ნატო, მშვიდობით დასავლეთო. პოლიტიკურმა რეპრესიებმა საბოლოოდ დაანგრია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირების პროცესი", - ასე აფასებენ მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელებში, პოლიტიკოსები და ექსპერტები.